საქართველომ ბელარუსი 25-5 დაამარცხა

18 თებერვალი 2022, 21:00 985 ნახვა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაიწყო.

პირველი ტურის შეხვედრაში ქართველებმა ბელორუსი დიდი სხვაობით 25-5 დაამარცხეს. დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები ხვალ 19 თებერვალს პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

შეხვედრა 19:00 საათზეა ჩანიშნული. ბოლო შეხვედრას კი 20 თებერვალს სლოვაკეთის წინააღმდეგ გამართავს.სპორტკომპლექს ‘’ოლიმპიკში’’ მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს. ქართველი წყალბურთელების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 2014 წელს შედგა, საუკეთესო შედეგი კი 2020 წელს დააფიქსირეს, როდესაც მე-10 პოზიცია დაიკავეს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი 2022 წლის 27-აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში