ჯო ბაიდენის განცხადება

19 თებერვალი 2022, 14:55 1487 ნახვა

ჯო ბაიდენი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება მიიღო.  

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ფაქტები მოწმობს რუსული ჯარების მხრიდან უკრაინის ალყაში მოქცევას ბელარუსის ტერიტორიიდან, ასევე რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ, სამხრეთით, შავ ზღვამდე. მისი თქმით, საუბარია 150 ათასზე მეტ რუს სამხედროზე. ბაიდენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთი შეეცდება, მიზანმიმართულად დაარტყას კიევს.

ბაიდენმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თუ რუსეთი თავის გეგმებს  განახორციელებს, ის იქნება პასუხისმგებელი კატასტროფულ და არასაჭირო ომზე. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამერიკა  და მისი მოკავშირეები მზად არიან, დაიცვან ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში