რაიან ჰარისის განცხადება უკრაინასა და რუსეთზე

19 თებერვალი 2022, 16:51 1001 ნახვა

რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ უსაფრთხოების მოვლენებზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, რაიან ჰარისმა ისაუბრა. მან თქვა, რომ ქართველები რუსეთს კარგად იცნობენ და ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია.

ჰარისის თქმით, რუსეთის  ქმედებები არ შეესაბამება მათ სიტყვებს.

ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, კვლავ დიპლომატიური გზებით ცდილობს ამ კონფლიქტის მოგვარებას, თუმცა, თუ რუსეთი ომის გზას აირჩევს, ამერიკის რეაგირება იქნება მყისიერი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში