3 ადამიანის დაჭრის გამო, 28 წლის კაცი დააკავეს

20 თებერვალი 2022, 12:46 2752 ნახვა

შსს-მ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული კაცი დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაჭრილი კაცები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი დახმარება უტარდებათ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მიმდინარეობს გამოძიება. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში