ზელენსკი დასავლეთისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს

20 თებერვალი 2022, 15:38 1052 ნახვა

მიუნხენის უსაფრთხოების  კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტი სიტყვით გამოსვლის დროს მკაცრი და მომთხოვნი იყო: მკაცრი - რუსეთის, მომთხოვნი კი - დასავლეთის მიმართ. მისი თქმით, ღია კარი კარგია, თუმცა ახლა  დასავლეთისგან უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე მკაფიო პასუხები  სჭირდება.

მისივე თქმით, უსაფრთხოების სისტემა ნელია და „გლობალურ დონეზე შეფერხებაა სახელმწიფოების ეგოიზმის, თავდაჯერებულობის და  უპასუხისმგებლობის გამო“.

ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, გაერო, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაიცვას, თავის თავს ვერ იცავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში