უკრაინა ომის ზღვარზე - ერთ ღამეში 136-ჯერ გახსნილი ცეცხლი და მსხვერპლი

20 თებერვალი 2022, 15:51 1192 ნახვა

უკრაინაში სიტუაცია დაძაბულია. უკვე 2 გარდაცვლილი და  4 დაჭრილი  სამხედრო ჰყავთ. ინფორმაცია  უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.

გუშინ დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა. დონეცკის ოლქში დაფიქსირდა მტრის უპილოტო საფრენი აპარატიც.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს,  სროლის შედეგად რამდენიმე დასახლებაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა. მისი  თქმით, სეპარატისტები მოსკოვში დაწერილ სცენარს მიჰყვებიან. შექმნილი ფონიდან გამომდინარე, დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ.

უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას.

უკრაინა  ომისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ამასთან ევროკავშირისა და ნატოსგან კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდება. 

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში