''ბათუმმა'' გასვლაზე ''ლელო'' დაამარცხა

20 თებერვალი 2022, 16:10 1505 ნახვა

ორთვიანი ზამთრის შესვენების შემდეგ, რომელიც კოვიდ-პანდემიის გამო გაიწელა ''დიდი 10''  მე-11 ტურის თამაშებით განახლდა.

თავისი შეხვედრა მოიგო ბათუმის სარაგბო კლუბმა, რომელიც გასვლაზე  ''ლელო სარასენს'' ესტუმრა და 22-31 დაამარცხა.

ბათუმელთაგან ლელოები ქოიავამ, მამრიკიშვილმა, მენაბდემ და წიკლაურმა დადეს.

ზუსტად  შესრულებული 3 ჯარიმა და ერთი გარდასახვა ნინიძის ანგარიშზეა.
11 თამაშის შემდეგ ''ბათუმი'' 48 ქულით გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს.

მომდევნო მატჩს ბათუმელები 4 მარტს საკუთარ მოედანზე ''ხარების'' წინააღმდეგ გამართავს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში