ბათუმის ''დინამო'' საქართველოს სუპერთასის მფლობელია

20 თებერვალი 2022, 20:20 1793 ნახვა

ბათუმის ''დინამო'' სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის გამარჯვებულია.

სატიტულო შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი მასპინძლობდა, სადაც ეროვნული ლიგის ჩემპიონი ბათუმის ''დინამო'' დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელ თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდა და თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

მატჩის ძირითადი დრო უგოლო ფრედ 0-0 დასრულდა. შეხვედრაში დამატებითი ტაიმები არ იყო და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა.

საფეხბურთო ლატარიად წოდებულ თერთმეტმეტრიანების სერიაში ბათუმის ''დინამომ'' მეტოქეს 7-6 მოუგო და ისტორიაში მეორედ მოიგო საქართველოს სუპერთასის ტიტული.

საქართველოში ეროვნული ლიგა 25 თებერვალს განახლდება. პირველ ტურში შავიზღვისპირელები საკუთარ მოედანზე ბოლნისის ''სიონს'' მიიღებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში