ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთში 13 მედალი მოიპოვეს

20 თებერვალი 2022, 23:23 940 ნახვა

ქართველმა მოჭიდავეებმა ბულგარეთის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალზე 13 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შეჯიბრება 1 ოქროს, 4 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ანგარიშზე კი 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაოა.

  • ბერძნულ-რომაულში, ჩემპიონი გახდა გელა ბოლქვაძე (82 კგ).

ვერცხლის პრიზიორები:

  • ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ);
  • ფრიდონ აბულაძე (63 კგ);
  • რობერტ კობლიაშვილი (87 კგ);
  • რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ).

ბრინჯაოს პრიზიორები:

  • შმაგი ბოლქვაძე (72 კგ);
  • თორნიკე ძამაშვილი (82 კგ);
  • გიორგი ხეცურიანი (87 კგ);
  • გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ).

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა.

მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს:

  • რობერტ დინგაშვილმა (57 კგ);
  • გია ავალიანმა (70 კგ);
  • დიმიტრი ჯიოევმა (74 კგ).

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეჯიბრებაზე რამდენიმე გამოცდილი მოჭიდავის გარეშე ჩავიდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი ტურნირში ძირითადად ახალგაზრდული და 23-წლამდელთა ნაკრების წევრებით ჩაებნენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში