ავსტრალია და ისრაელი საზღვრებს ხსნიან

21 თებერვალი 2022, 09:58 456 ნახვა

დღეიდან ავსტრალია სრულად გახსნის საერთაშორისო  საზღვრებს და ქვეყანაში შესვლას ვაქცინირებული პირები შეძლებენ. 

1-ელი მარტიდან ქვეყანაში შესვლის საშუალებას როგორც ვაქცინირებულ, ასევე არავაქცინირებულ ტურისტებს მისცემს ისრაელი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ავადობის რიცხვის შემცირება იძლევა საზღვრების გახსნის  საშულებას.

ქვეყანაში შესასვლელად ორი „პისიარ“ ტესტის ჩატარება იქნება საჭირო: ერთი ქვეყანაში გაფრენამდე და მეორე - ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ.

შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება დიდ ბრიტანეთში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში