უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 80-ჯერ გახსნეს ცეცხლი

21 თებერვალი 2022, 10:06 826 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასული დღის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 72  შემთხვევაში ცეცხლი მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღით გახსნეს.

„მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთმა სამხედრომ საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში