უკრაინა-რუსეთის საზღვრის ახალი თანამგზავრული სურათები

21 თებერვალი 2022, 13:52 1348 ნახვა

კერძო ამერიკულმა  კომპანია „მაქსარმა“ 20 თებერვალს გადაღებული ახალი თანამგზავრული სურათები გამოაქვეყნა,  რომლებიც  რუსეთ- უკრაინის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთში განლაგებული რუსული ჯარის აქტიურობის გაძლიერებას  მოწმობს. 

სი-ენ-ენის ინფორმაციით,   კომპანიის შეფასებით,  რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში   თავს ადევნებს რუსეთის ჯარის გადაადგილებას უკრაინის საზღვართან ახლოს, მრავალრიცხოვანი ახალი ძალების  დისლოკაცია შეინიშნება.  ეს ტერიტორიები უკრაინის საზღვართან  35 კილომეტრში მდებარეობს. 

სი-ენ-ენმა  ცალკე დაადგინა რამდენიმე ვიდეომასალის გეოლოკაცია, რომლებიც სოციალურ ქსელებში  შაბათ-კვირას გავრცელდა.  მათზე  ბელგოროდის რაიონში  ტანკებისა და ჯავშანტექნიკის  დიდი კოლონების მოძრაობაა ასახული. 

მანამდე სი-ენ-ენმა  დაზვერვაზე დაყრდნობით  განაცხადა,  რომ  რუსეთის ფედერაციამ უკრაინასთან დარტყმის მანძილზე ქვეყნის ძირითადი საბრძოლო ერთეულის  75%-ს მოუყარა თავი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში