გიდების საერთაშორისო დღე

21 თებერვალი 2022, 14:33 1124 ნახვა

21 თებერვალი გიდების საერთაშორისო დღეა.  1985 წლიდან ამ დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. 

აჭარის გიდების ასოციაცია, რომელიც 2002 წელს დაარსდა ამ დროისთვის 150 გიდს აერთიანებს. აქედან 80 მოქმედია. ასოციაციამ 2021 წლის სამი საუკეთესო გიდი გამოავლინა.  სერტიფიცირებული გიდის სტატუსი კი 5 ახალდამწყებს  მიანიჭა.

პროფესიული დღის აღსანიშნავად ბათუმში მოქმედი ყველა მუზეუმი უფასო მასტერკლასს ჩაატარებს მსურველი გიდებისთვის. ასოციაციის ხელმძღვანელი თემურ ზოიძე აცხადებს, რომ სწორედ ექსკურსიის წამყვანებზეა დამოკიდებული თუ როგორ წარადგენენ ქვეყანას და მის კულტურას უცხოელ ტურისტებთან, ამიტომ მათ ხშირად ელჩებსაც ეძახიან.

სფეროს განვითარებას ბოლო წლებში პანდემიამ შეუშალა ხელი.

ბევრ პროფესიონალ გიდს ტურისტული ნაკადების სიმცირის გამო სხვა სამსახურის მოძებნა მოიწია. გიდები საუბრობენ, ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზეც.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში