უკრაინის სეპარატისტული რეგიონები რუსეთისგან დახმარებას ითხოვენ

21 თებერვალი 2022, 18:34 1240 ნახვა

დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებს  რუსეთის ფედერაციის მხრიდან  ფინანსური, სამხედრო და მორალური დახმარება სჭირდებათ- განაცხადა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო სახალხო მილიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა . ბასურინის თქმით,  დონბასში ომი მიმდინარეობს და სიტუაცია კრიტიკულია. განცხადებები ბასურინმა იუთუბ არხზე სოლოვიოვ-ლაივის ეთერში გააკეთა.  ჩვენთან ომია.  სიტუაცია უბრალოდ რთული კი არა, რეალურად კრიტიკულია-განცხადა მან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში