უკრაინაში ომის საფრთხე იზრდება

21 თებერვალი 2022, 19:47 1196 ნახვა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2008 წელს ბუქარესტში ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელმაც ნატო-ს კარი გაუხსნა უკრაინასა და საქართველოს, თუ ერთი ნაბიჯი გადადგეს აშშ-ის ზეწოლით, სად არის გარანტიები, რომ არ გადადგამენ მეორესაც. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ მორატორიუმის შემოტანის საკითხს გადახედავს. როგორც პუტინმა აღნიშნა, ამერიკული მხარის მსგავსი დაპირება არ შეიძლება განიხილოს როგორც მოსკოვისთვის დათმობა. მისი თქმით, უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება რუსეთთან დასაპირისპირებლად საფრთხეს წარმოადგენს მოსკოვისთვის და არსებობს საფრთხე, რომ კიევი ყირიმის დაბრუნებისთვის ბრძოლას სამხედრო გზით დაიწყებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში