საკონსტიტუციო სასამართლო კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ ნორმების

21 დეკემბერი 2016, 00:00 2503 ნახვა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის რიგი ნორმების კონსტიტუციორაბაზე მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს რომ ნორმები საგამოძიებო უწყებებს აძლევს ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევის საშუალებას, კერძოდ ფარული საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა მოსამართლის ბრძანების გარეშე განხორციელდეს. საუბარია ვიდეო-აუდი-ფოტო თუ ელექტრონულ თვალთვალზე. დავის საგანს ასევე წარმოადგენს ორ პიროვნებას შორის არსებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება კომუნიკაციაში მონაწილე მხოლოდ ერთერთი მხარის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ხოლო მეორე პიროვნებას ამის შესახებ შესაძლოა არც ეცნობოს. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები კონსტუტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება. საქმეს პირველი კოლეგია განიხილავს. დღეს საქმის სპეციალისტსაც მოუსმენენ. მოწვეულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელიც

ამავე კატეგორიაში