ბაიდენი ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკსში აშშ-ის მოქალაქეებს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას აუკრძალავს - თეთრი სახლი

22 თებერვალი 2022, 00:59 981 ნახვა

პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობასა და დაფინანსებას ამერიკელი პირების მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

"ჩვენ ველოდით მსგავს ნაბიჯს რუსეთისგან და მზად ვართ, პრეზიდენტი ბაიდენი მალე გამოსცემს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ს პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე, დაუყოვნებლივ ვუპასუხოთ. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რაიონებში ოპერირებას. სახელმწიფო დეპარტამენტები და ფინანსთა სამინისტრო დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. ჩვენ ასევე მალე გამოვაცხადებთ დამატებით ზომებს რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი და ხაზინის დეპარტამენტი დამატებით დეტალებს უახლოეს მომავალში გაავრცელებენ. აშშ ასევე მალე გამოაცხადებს დამატებით ზომებს რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დღევანდელ უხეშ დარღვევასთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში