4 მარტიდან ღამის კლუბები მუშაობას განაახლებენ 

22 თებერვალი 2022, 12:54 1111 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბები მუშაობას 4 მარტიდან განაახლებენ. კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება. 

აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით მიიღო.

კლუბები ბოლო რამდენიმე თვეა დაკეტილია. ობიექტების წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნას ითხოვდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში