„ფაიზერის" ვაქცინების ახალი დოზები პირველი კვარტლის ბოლოს შემოვა - გაბუნია

22 თებერვალი 2022, 13:21 1210 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „ფაიზერის" დოზების მიღებაზე მწარმოებელთან მუშაობენ. თამარ გაბუნიას თქმით, მოწოდება იგეგმება პირველი კვარტლის ბოლოს.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებულ „ფაიზერის“ ვაქცინებს ვადა 31 მარტის ჩათვლით აქვს.

''ამ ეტაპამდე ქვეყანაში ვაქცინების საკმარისი რაოდენობა არის. მომდევნო პერიოდში ვაქცინაციის გაგრძელებისთვის იქნება მოწოდება იმგვარად, რომ უწყვეტობა უზრუნველყოფილი იყოს.

დღეს არსებული მარაგები არის ვალიდური 31 მარტის ჩათვლით. იმისათვის რომ პირველ აპრილს მოქალაქეს აცრის შესაძლებლობა ჰქონდეს, მოწოდება გაგრძელდება იმგვარად, რომ „ფაიზერზე“ წვდომა უწყვეტად შენარჩუნდეს.

რაც შეეხება „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მარაგებს - ეს ვაქცინები ქვეყანაში არის. ვაქცინები ეფექტურია, როგორც პირველადი ასევე, „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში და მათი გამოყენებაც, რა თქმა უნდა, მოქალაქის არჩევანის შესაბამისად რეკომენდებული და სასურველია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვილი 50 ათასამდე დოზა „ფაიზერი" მეორე კვარტალში შემოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში