თუ ავიცრებით და პირბადეს ვატარებთ „ომიკრონის“ მეორე პიკი არ გვექნება - გამყრელიძე

22 თებერვალი 2022, 13:47 1120 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანამ „ომიკრონის“ პიკი გადაიარა და ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის.

მისივე თქმით, მრავალმა ქვეყანამ 2-პიკიანი მრუდი გაიარა. ჯერ ჩვენთან მეორე არ ჩანს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანა გადადის ეტაპზე, როდესაც „ომიკრონთან“ თანაცხოვრება უნდა ისწავლოს, თუმცა კვლავ მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა.

„ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ქვესვლა იყოს სწორხაზოვანი. პირბადის ტარების მაჩვენებელი დღეს 60%-ია, არა უშავს - უკეთესია, ვიდრე იყო. თუ გავზრდით ამ მაჩვენებელს, ასევე სერიოზულად მივხედავთ და გავაძლიერებთ „ბუსტერიზაციას“, პროგნოზია, რომ ივნისისთვის ყოველდღიურად 1000 შემთხვევაზე დაბლა ჩამოვალთ.

თუ ავიცრებით და პირბადეს ვატარებთ ისე, რომ 60%-ზე დაბლა მაინც არ ჩამოვალთ, იმედია მეორე პიკი არ გვექნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში