შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება - ამირან გამყრელიძე 

22 თებერვალი 2022, 13:54 2195 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო პირბადის ტარების ვალდებულებას მაშინ მოხსნიდა, თუ მოსახლეობის 80%- ზე მეტი იქნებოდა სრულად აცრილი, "ბუსტერი" კი 60%-ს ექნებოდა გაკეთებული.

„2 წელი გახდება, რაც კოვიდთან ერთად ვცხოვრობთ. საკმაოდ რთული 2 წელი გავიარეთ. სხვადასხვა მართვის მექანიზმი გამოსცადა კაცობრიობამ. შოლტი და მათრახი ყოველთვის არ მუშაობს, უკეთესია თვითშეგნება. ჩვენი თვითშეგნება უნდა იყოს, რომ პირბადე ვატაროთ. აცრის მაჩვენებელი მაღალი არ გვაქვს.  სრულად აცრილების მაჩვენებელი 80%-ზე მეტი რომ გვქონდეს, ინგლისის მსგავსად 60 % იყოს "ბუსტერით" აცრილი, დღეს თავისუფლად მიიღებდა საბჭო გადაწყვეტილებას, რომ მოხსნილიყო პირბადის ტარება, გაზაფხული მოდის, თბილი ამინდები იქნება. ერთადეთი დამცველი საშუალებაა პირბადე და აცრაა ",- აღნიშნავს გამყრელიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში