დაკოპირებული დოკუმენტი და დასავლეთის რეაქცია

22 თებერვალი 2022, 15:00 1338 ნახვა

უკრაინაში ვითარება დაძაბულია. მთელი მსოფლიოს ყურადღება რუსეთ-უკრაინისკენაა  მიმართული. საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის "აღიარება", როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

აშშ-მა რუსეთს უკვე დაუწესა სანქციები. ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მოქალაქეებს  ე.წ. „დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ ფინანსური საქმიანობისა და ინვესტიციების განხორციელება ეკრძალება, ასევე ნებისმიერი პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიების ამ რეგიონებიდან აშშ-ში შეტანა ან აშშ-დან ამ რეგიონებში ექსპორტი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში