5 ივლისის საქმე

22 თებერვალი 2022, 14:34 1686 ნახვა

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულების პროცესი. 

მოწმის სახით  ფორმულას დაზარალებული  ჟურნალისტი რატი წვერავა დაიკითხა. მან 5 ივლისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა, ბრალდებულებს მოძალადეები   უწოდა, რასაც  ბრალდებულების მხრიდან ხმაური და მუქარა მოჰყვა. ბრალდებულებმა  მოწმე  შეურაცხყოფის მიყენებაში დაადანაშაულეს. 

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ როგორც  მოწმეს, ასევე ბრალდებულებს შენიშვნა მისცა. პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა და ბრალდებულების  ნაწილმა დატოვა. 

მოსამართლე  ნინო  ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ადვოკატი  სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვების გამო 300 ლარით დააჯარიმა. მომდევნო სხდომაზე ისევ გაგრძელდება დაზარალებული ჟურნალისტების დაკითხვა, ამით ბრალდების მხარე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში