დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარება

22 თებერვალი 2022, 18:02 972 ნახვა

ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები. მისი თქმით, რუსეთის ქმედება არის უპრეცედენტო საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვისაც. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება, აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი ტერორისტული ჯგუფები, არის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის კიდევ ერთი გამოვლინება და მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას ჩვენი პარტნიორებისგან, მკაცრი სანქციების დაწესების ჩათვლით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ესტონელ კოლეგასთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  დასავლეთ ქვეყნების ნაწილს სანქციების პაკეტი უკვე შემუშავებული აქვს, რომელიც ეტაპობრივად ამოქმედდება. გერმანიამ კი უკვე შეაჩერა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" გაზსადენის სერტიფიცირება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში