სავალუტო აფიორა?

21 დეკემბერი 2016, 00:00 3692 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია ''კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის'' ხელმძღვანელი სახელმწიფო უწყებებიდან სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მდებარე ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების საქმიანობის შესწავლას ითხოვს. მერაბ ღოღობერიძის თქმით ჯიხურებში 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 1 ლარი და 90 თეთრიდან 2 ლარსა და ხუთ თეთრამდე მერყეობს, მაშინ როცა ოფიციალური კურსით 1 დოლარი 2 ლარი და 78 თეთრი ღირს. მისი თქმით ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები ტარიფებს თავად აწესებენ, დოლარს არსებულ კურსთან მიმართებაში მინიმუმ 73 თეთრით ნაკლებად ყიდულობენ და შეცდომაში შეყავთ საზღვარზე გადმოსული ტურისტები. როგორ უნდა კონტროლდებოდეს ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები და არღვევენ თუ არა ისინი კანონს - სპეციალისტთა კომენტარებს ჩვენ მომდევნო გამოშვებებში შემოგთავაზებთ. 

ამავე კატეგორიაში