კოვიდრეგულაციების შემსუბუქება

22 თებერვალი 2022, 19:50 897 ნახვა

1-ელი მარტიდან ე.წ. კოვიდსასტუმროები უქმდება. ასევე თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერების ქონის ვალდებულება. საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც ჯანდაცვის უწყებისთვის იმედის მომცემი ნიშანია,თუმცა სრულად მობილიზებული რჩება პირველადი ჯანდაცვის ქსელი. ქვეყნის მთავარი ეპიდემილოგის თქმით, „ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ვირუსთან ერთად თანაცხოვრებას გულისხმობს“. სპეციალისტების თქმით, ქვეყანამ პანდემიის განმავლობაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო და შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში