საავტომობილო ავარიების სტატისტიკა მზარდია

25 თებერვალი 2022, 20:35 2197 ნახვა

საქართველოში გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი ევროპასა და რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მხოლოდ გასულ წელს 77 ადამიანი ემსხვერპლა ქვეყანაში ავტოსაგზაო შემთხვევას, დაშავებული ადამიანი და დაზიანებული ავტომობილი კი ბევრად მეტია, რასაც არაკვალიფიციური მძღოლებით ხსნიან სპეციალისტები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ. ხშირად მძღოლებმა საგამოცდოთ ჩაბარებული მართვის მოწმობის თეორიის საკითხები უფრო კარგად იციან ვიდრე ამას პრაქტიკაში იყენებენ. საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფებსაც ნახავთ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში