სულ უფრო მეტი დასავლეთის ქვეყანა ანტირუსულ სანქციებს უერთდება

23 თებერვალი 2022, 12:07 1383 ნახვა

რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დასავლეთის ქვეყნები ერთი მეორის მიყოლებით აწესებენ.

იაპონია, კანადა, ავსტრალია შეუერთდნენ აშშ-ის, გერმანიისა და დიდ ბრიტანეთის მთავრობების გადაწყვეტილებებს. შავ სიაში შეყვანილ  პირებს  აეკრძალებათ ამ ქვეყნებში რუსული ობლიგაციების გამოშვება და მათი ანგარიშები გაიყინება. ისინი ვერც მათ ტერიტორიებზე შესვლას მოახერხებენ.

დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან შეწყდება ფინანსური საქმიანობა. ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.

„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – აცხადებენ დასავლელი ლიდერები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში