უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

23 თებერვალი 2022, 15:11 1094 ნახვა

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ რამდენიმე წუთის წინ ქვეყნის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც  უმაღლესმა რადამ უნდა დაამტკიცოს. 

საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებით,  საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებული შეზღუდვები კონკრეტული რეგიონის მიხედვით განსხვავდება.

რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კანონმდებლობის გამო  შეუძლებელია, თუმცა იქ ისედაც საგანგებო პირობებია, რადგან საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში