უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

23 თებერვალი 2022, 17:47 857 ნახვა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შემდეგ  ეს გადაწყვეტილება უმაღლეს რადაში უნდა დაამტკიცონ. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადამიანთა ცხოვრებასა და ბიზნესის მუშაობაზე არ იმოქმედებს. იგი უმთავრესად უკრაინელ სამხედროებსა და წესრიგისდამცველებს სიტუაციის უკეთ გაკონტროლებაში დაეხმარება.  ეს განცხადება მთავრობის სხდომაზე პრემიერმა შმიგალმა გააკეთა.  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის  თქმით, თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადება იგეგმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში