ვლადიმირ ზელენსკი ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს მასპინძლობს

23 თებერვალი 2022, 18:21 970 ნახვა

უკრაინის დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ლიეტუვისა და პოლონეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ. გიტანას ნაუსედა და ანჯეი დუდა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ  თავის რეზიდენციაში მიიღო. სამი პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ  მხარეები ჟურნალისტებისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.  ლიეტუვისა და პოლონეთის ლიდერებმა უკრაინას კიდევ ერთხელ მხარდაჭერა  და სოლიდარობა გამოუცხადეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში