უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

23 თებერვალი 2022, 19:30 751 ნახვა

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა. უმაღლესმა რადამ კი იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევი ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის დატოვებას მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს. ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა. პარალელურად უცხოური მედიის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ყველა დიპლომატიური წარმომადგენლობიდან პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა კი ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს. ამერიკამ, კანადამ, ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ და ავსტრალიამ რუსეთს სანქციები დაუწესეს, რასაც არაეფექტურს და კონტრპროდუქტიულს უწოდებს რუსეთის საგარეო უწყება. უკრაინა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს რუსეთის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა მიაყენონ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში