ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე - ირაკლი ღარიბაშვილი

23 თებერვალი 2022, 23:52 1501 ნახვა

ანტივაქსერს მეძახიან, ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი „ფაიზერით“, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, ავიცრათ და ვატაროთ პირბადე -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

"ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან. ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე. დამხვდა ნული, როცა პრემიერ-მინისტრად მოვედი. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი "ფაიზერით".

"ომიკრონზე" მე კი არ გავაკეთე განცხადება, მოუსმინეთ მთელი მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან რეალურად რა არის "ომიკრონი". ამ დროს ეს არის რეალურად პანდემიის დასრულების დასაწყისი. ის რომ ეს შტამი მაინც არღვევს ვაქცინისგან გამომუშავებულ იმუნიტეტს და ანტისხეულებს, ეს ჩემი ნათქვამი კი არაა, ესაა პროფესორი ფაუჩის და სხვა უამრავი მეცნიერის. მაგრამ მე განვმარტე და მინდა კიდევ განვუმარტო მოსახლეობას, მე ვაქცინაციის წინააღმდეგი კი არ ვარ, მე ვარ რეალისტი და სიმართლის მომხრე ვარ, მოსახლეობას ტყუილს ვერ ვეტყვი და მოსახლეობამ ჩემზე კარგად იცის," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში