შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ -ჯონსონი

24 თებერვალი 2022, 09:37 906 ნახვა

შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა twitter-ის გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან შემდგომი ნაბიჯები განიხილა.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა მომავალი ნაბიჯები განგვეხილა. პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და განადგურების გზა აირჩია ამ თავდასხმით უკრაინაზე. გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტი ნაბიჯით უპასუხებენ,“ - წერს ბორის ჯონსონი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში