უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ - სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური

24 თებერვალი 2022, 10:11 1153 ნახვა

უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.

„დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა.

თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით“ - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ თავდასხმა ასევე მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში