რუსეთის მხრიდან დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა - უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

24 თებერვალი 2022, 12:08 1273 ნახვა

უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი.

მისი ცნობით, 19 პირი დაკარგულად ითვლება.

გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდი მდინარე ინგულეცზე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ასევე  კიევის მოსახლეობას დედაქალაქის გასასვლელებში დიდი საცობების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, არ გავიდნენ სახლებიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში