მზად უნდა ვიყოთ საქართველოს მხრიდან პროვოკაციებზე რეაგირებისთვის-ბიბილოვმა ოკუპირებულ ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა

24 თებერვალი 2022, 15:29 966 ნახვა

დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ოკუპირებული ცხინვალში "სამხედრო განგაში" გამოაცხადა.

ბაბილოვის, განცხადებით, ე.წ. თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების ყველა ქვედანაყოფი და პირადი შემადგენლობა ყაზარმულ მდგომარეობაშია და მზად არიან „რესპუბლიკის ხელმძღვანელობის“ ბრძანებების შესასრულებლად.

მან მოუწოდა ე.წ. სამსახურებს შეასრულონ ყველა ბრძანება, რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო გასცემს და აკონტროლონ ე.წ. საზღვარი საქართველოსთან. მისივე თქმით, მზად უნდა იყვნენ უპასუხონ ყველა პროვოკაციას.

"რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ პუტინმა აღნიშნა, რომ არის ქვეყნები, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესებში, ანუ გარე ძალები. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოც გარე ძალებს ეკუთვნის.

7:30-ზე თავდაცვის მინისტრს სამხედრო განგაში გამოვაცხადებინე. სამინისტროს ყველა დანაყოფი უნდა იყოს ყაზარმულ მდგომარეობაში და მზად იყოს კონცენტრაციის ზონებში წასვლისთვის. დაორგანიზდეს სრული თანამშრომლობა რუსულ სამხედრო ბაზასთან. ამოცანები, რომლებიც წამოვა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ხაზიდან, ასევე ეხება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს", — განაცხადა ბაბილოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში