27 თებერვალს დაგეგმილი საქართველო-რუსეთის მატჩი გადაიდო

24 თებერვალი 2022, 17:08 1098 ნახვა

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გადაიდო.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო“, – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

მატჩი კვირას, 27 თებერვალს „დინამო არენაზე“ უნდა გამართულიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში