ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან - ბელგიის მიგრაციის მინისტრი

24 თებერვალი 2022, 17:39 993 ნახვა

ამ დროისთვის რუსები აქ სასურველი სტუმრები არ არიან, – ამის შესახებ ბელგიის მიგრაციის მინისტრმა სამი მჰადიმ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის თქმა ტაბუ არ უნდა იყოს“, – განაცხადა მინისტრმა.

ბელგია ანალოგიური მოთხოვნით ევროკავშირსაც მიმართავს, რომ ორგანიზაციამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩეროს, მათ შორის სტუდენტებისთვისაც, ევროპაში დასაქმებული რუსებისთვის და ტურისტებისთვისაც.

„რუსეთის უგუნური თავდასხმა გვაიძულებს, ყურადღებით ვიყოთ იმ რუსებთან, ვისაც ბელგიაში ჩამოსვლა სურს“, – განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში