ომი უკრაინაში

24 თებერვალი 2022, 20:12 2133 ნახვა

კიევში კომენდანტი საათი დაწესდა. უკრაინის ხელისუფლება იარაღს უთმობს ყველას, ვინც ქვეყნის დაცვას გადაწყვეტს. მონაცემები მსხვერპლის შესახებ, მუდმივ რეჟიმში იცვლება. ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. დაიწყო ხარკოვის დაბომბვაც. კიევის შესასვლელებთან კი დაიწყეს თავდაცვის ზღუდეების აშენება, მოსახლეობას მოხალისეთა რიგებში ჩაწერისა და დედაქალაქის დაცვისკენ აქტიურად მოუწოდებენ. რუსული ავიაცია კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ გოსტომელს ბომბავს. დაცხრილული და დამწვარია სამხედრო ნაწილები. მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს ანტონოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ათეულობით მსხვილი დარტყმა განახორციელა და 200-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი.  რუსეთის არმიას საარტილერიო საშუალებებით ცეცხლი აქვს გახსნილი მარიუპოლის მიმართულებითაც,  ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში ცეცხლი გაუხსნეს საავადმყოფოსაც. პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, რაც არის ომის გამოცხადება მთელს ევროპაში

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში