საფრანგეთი უკრაინის დასახმარებლად 300 მილიონ ევროს გამოყოფს და მზადყოფნას გამოთქვამს, ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს - მაკრონი

25 თებერვალი 2022, 11:22 930 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების გარდა, საფრანგეთი უკრაინის ეკონომიკის მხარდასაჭერად, თავის მხრივ, 300 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამასთან, ემანუელ მაკრონი მზადყოფნას გამოთქვამს, მიაწოდოს უკრაინას სამხედრო აღჭურვილობა. ამის შესახებ მაკრონმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე მქონდა გულწრფელი, პირდაპირი, სწრაფი საუბარი პრეზიდენტ პუტინთან პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, რათა მეთხოვა მისთვის, შეეწყვიტა საბრძოლო მოქმედებები რაც შეიძლება მალე და შემეთავაზებინა მისთვის, მოლაპარაკებები გაემართა პრეზიდენტ ზელენსკისთან, რომლის თხოვნაც იყო ეს. მან მასთან დაკავშირება ვერ ვერ შეძლო. ასე რომ, მე გადავეცი ეს გზავნილი საფრანგეთისგან რუსეთის ფედერაციას მკაფიოდ და ასევე გადავეცი მას გზავნილი უკრაინის პრეზიდენტისგან. ამას რამე შედეგი არ გამოუღია, თქვენ შეგიძლიათ, ეს ცხადად დაინახოთ ამ მომენტისთვის, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა აირჩია ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში