NATO საგანგებო სხდომას გამართავს

25 თებერვალი 2022, 11:48 1038 ნახვა

ნატო-ს ქვეყნების ლიდერები დღეს სპეციალურ ონლაინ სამიტს გამართავენ, რომელსაც ასევე ევროკავშირის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები დაესწრებიან. 

ვირტუალურ შეხვედრას, რომელიც ბრიუსელის დროით 14:30-ზე დაიწყება, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გახსნის. იგი რუსეთის თავდასხმას ბარბაროსულს უწოდებს და აცხადებს, რომ ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის მძიმე დროა. 

ალიანსში აღნიშნავენ, რომ რუსეთი ცდილობს, ძალით დააბრუნოს საათი უკან, აღადგინოს გავლენის სფეროები და ძირი გამოუთხაროს გლობალურ წესებს, რომლებმაც ევროპა ათობით წლის განმავლობაში უსაფრთხო ადგილად შეინარჩუნეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში