საომარი მოქმედებები უკრაინაში

25 თებერვალი 2022, 11:48 949 ნახვა

რუსეთ-უკრაინის ომი. დღე მეორე. კიევში დღეს დილით ჩამოგდებული თვითმფრინავის ნაწილები ორსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება,“ - აცხადებენ უწყებაში.

ასევე ღამით საცხოვრებელ  კორპუსს კიევის თავზე ჩამოგდებული რუსული საფრენი აპარატის ნაწილები მოხვდა, რის გამოც შენობაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით,  რუსული ტანკები კიევისკენ მიემართებიან, მაგრამ უკრაინული ძალები მას ივანკოვის დასახლებასთან წინააღმდეგობას უწევენ, მათივე ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსული კოლონის შესაჩერებლად ხიდი ააფეთქეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კიევის სხვადასხვა რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა და მისი ცნობით, სავარაუდოდ, გამოყენებული იყო ბალისტიკური რაკეტები. ასევე ახლახანს ცნობილი გახდა რომ კიევის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ჩამოაგდეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთის მილეროვოს სამხედრო ბაზა დაბომბა.

რუსეთი კი თავს დაესხა გოსტომელის აეროპორდრომს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება - განადგურებულია რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში