უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ პოლონეთის საზღვართან საცობებია

25 თებერვალი 2022, 11:17 796 ნახვა

უკრაინაში სამხედრო აგრესიის შემდეგ პოლონეთის საზღვართან საცობებია.  ქვეყანას  ათასობით ადგილობრივი ტოვებს.პოლონურ მხარეს საზღვართან 9 მიმღები ცენტრი აქვს მოწყობილი. პოლონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინელებისთვის საკვებსა და სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს. საცობებია სლოვაკეთის საზღვართანაც.

მოსახლეობა თავს მეტროებსა და საცხოვრებლებში მოწყობილ თავშესაფრებში აფარებს. ასევე, ბომბებისგან თავდასაცავში ახალშობილების მოვლის განყოფილება მოაწყვეს დნეპრში. უკრაინა აგრძელებს რუსეთის მოგერიებას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ჩერნიგოვის მახლობლად რუსი ძალების თავდასხმა მოიგერიეს. 

პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მარტო იცავს თავს, მსოფლიოს უძლიერესი ძალები კი მოვლენებს შორიდან  აკვირდებიან. კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ წავიდნენ თავშესაფარში.  არსებული ინფორმაციით, ლვოვსა და   ჩერნიჰივიცში  განგაშის სირენები ჩართული.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში