კერძო სექტორი უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს

25 თებერვალი 2022, 12:31 1221 ნახვა

კერძო სექტორი უკრაინის მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობს.

პლატფორმა Spend 4 Seasons in Georgia უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენს პლატფორმას ვუთმობთ ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, ვისაც შეუძლია რაიმე ფორმით დაეხმაროს ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინასა და საქართველოში მყოფ იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა"- წერია პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პლატფორმას დახმარების სურვილით არაერთმა პირმა მიმართა. კერძო სექტორის მხრიდან მზაობა და უკუკავშირიც საკმაოდ მაღალია.

თავის მხრივ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების დახმარების ინიციატივით გამოდიან ცალკეული კვების ობიექტები. ისინი მათ უფასოდ მასპინძლობას სთავაზობენ.

" სასტუმროები უფასოდ განათავსებენ საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ ტურისტებს და რესტორნები და კაფეები უფასო კვებას შესთავაზებენ მათ. დეტალურ ინფორმაციას ამ სასტუმროებში უკრაინელი სტუმრების შესახებ პერიოდულად მოგაწვდით. იმისათვის რომ უფრო ორგანიზებული იყოს პროცესი, კოორდინაციას გავუწევთ რომელ სასტუმროში რამდენი სტუმარია, რომელი კვების ობიექტი მიაწვდის რომელ სასტუმროს საკვებს, როგორი სახით და ა.შ. ასევე გავხსნით ანგარიშს იმისათვის რომ რიგითმა ადამიანებმაც თავისი წვლილი შეიტანონ ამ პროცესში"- აცხადებენ რესტორატორთა ასოიცაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში