ჩერნობილში რადიაციის დონის გაზრდა დაფიქსირდა - უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია

25 თებერვალი 2022, 14:03 874 ნახვა

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციამ განაახლა ინფორმაცია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის გაზრდის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია რადას პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ჩერნობილის ტერიტორიაზე გამა გამოსხივების დოზის საკონტროლო დონის გადაჭარბება სავარაუდოდ დაკავშირებულია ნიადაგის ზედა ფენის დარღვევასთან, რაც გამოიწვია დიდი რაოდენობით მძიმე სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილებამ. 

„ოკუპაციისა და საომარი მოქმედებების შედეგად დღემდე შეუძლებელია გამორიცხვის ზონაში რადიაციული ფონის მაჩვენებლების ცვლილების მიზეზების დადგენა“, - აღნიშნავენ უზენაეს რადაში.

მათივე ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული დანადგარების და სხვა ობიექტების მდგომარეობა უცვლელია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში