ევროპას გააჩნია ყველანაირი რესურსი, რომ რუსული აგრესია შეაჩეროს - ზელენსკი 

25 თებერვალი 2022, 15:40 1127 ნახვა

გამოსავალი არსებობს რუსეთის სრულ იზოლაციაში - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  მორიგ გამოსვლაში ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სანქციების მიუხედავად სამხედრო აგრესია გრძლდება. 

''ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლო 75 წლის განმავლობაში ევროპას არ უნახავს. კანცლერმა თავის გამოსვლაში თქვა, რომ ვითარება ურთულესია და  შუძლებელია არ დაეთანხმო. 

ევროპას დღეს გააჩნია ყველანაირი რესურსი იმისთვის, რომ რუსული აგრესია შეაჩეროს.

უკრაინის დაცვით თქვენ იცავთ თქვენს თავს, ჩვენი დახმარებით თქვენ პირველ რიგში ეხმარებით თქვენს თავს.

ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის და სხვა სექტორალური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არის მნიშვნელოვანი, თუმცა არაა საკმარისი. ამის მიუხედავად ჩვენს ტერიტრიაზე სამხედრო თავდასხმები კვლავ მიმდინარეობს.

გამოსავალი არსებობს რუსეთის სრულ იზოლაციაში. მათ შორის მათი ენერგომატარებლების ბაზრისთვის. ყველა ხერხი უნდა იყოს გამოყენებული აგრესიის შესაჩერებლად'' - განაცხადა პრეზიდენტმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში