რუსეთის არმიამ ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლს ცეცხლი გაუხსნა, როდესაც იქ 50 ბავშვი იმყოფებოდა - უკრაინის გენერალური პროკურორი

25 თებერვალი 2022, 16:56 1310 ნახვა

რუსეთის არმიამ კიევის ოლქის ქალაქ ვორზელის ბავშვთა სახლს ცეცხლი გაუხსნა, რომელშიც 50 ბავშვი იმყოფებოდა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის გენერალური პროკურორზე დაყრდნობით წერს.

 

მისი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს  ბავშვები გვერდით შენობაში იყვნენ.

„საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას, რუსეთის სამხედროების მიერ „გრადის“ სისტემის გამოყენებისას, ნამსხვრევები ბავშვთა სახლის ერთ-ერთი შენობას მოხვდა, რომელშიც 50 ბავშვი იყო“ - წერს ვენედიქტოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში