უკრაინამ ზმეინის კუნძულზე კონტროლი დაიბრუნა

25 თებერვალი 2022, 17:08 967 ნახვა

უკრაინელებმა დაიბრუნეს კუნძული ზმეინი, რომლის მცველი 13 უკრაინელი მესაზღვრე გუშინ, 24 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ძალებს არ დანებდა და ყველა მათგანი დაიღუპა.

ინფორმაციას გამოცემა ,,Unian'' უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინული გამოცემის ცნობით, მესაზღვრეები შავ ზღვაში უკრაინის საზღვრის დაცვას განაგრძობენ.

გუშინ ''უკრაინსკაია პრავდამ'' გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ისმის, რომ რუსული სამხედრო გემი მათ დანებებას ურჩევდა. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ ჯარისკაცები გმირულად დაიღუპნენ და მათ გმირის წოდება მიანიჭა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში