რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს

25 თებერვალი 2022, 17:42 801 ნახვა

რუსეთი მზადაა მინსკში დელეგაცია გაგზავნოს უკრაინასთან მოლაპარაკების საწარმოებლად, ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

„მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა რუსეთს პრეზიდენტ პუტინსა და ჩინეთის რესპუბლიკის ლიდერს ძი პინ პინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსეთი მზადაა აწარმოოს მოლაპარაკე უკრაინასთან მაღალ დონეზე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებების გამართვა დღეს შესთავაზა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში